დამტკიცდა ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის ჩამორთმეული მედლების გადანაწილების პროცედურა

04 მაისი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კმიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ ანტისადოპინგო წესების დამრღვევთათვის ჩამორთმეული მედლების გადანაწილების პროცედურა დაამტკიცა. შესაბამის გადაწყვეტილებაზე მუშაობდა IOC-ის სპორტსმენთა კომისია და სპორტის დეპარტამენტი. პროცედურის თანახმად, მედლების გადანაწილება უნდა მოხდეს იურიდიული პროცედურის დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში.

გადაწყვეტილების თანახმად, ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის ჩამორთმეული მედლების კანონმორჩილი სპორტსმენებისთვის გადასაცემად შემუშავებულია რამდენიმე ვარიანტი. მათ შორის განიხილება შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციის  ან ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ მედლების გადაცემა ოლიმპიურ შეჯიბრებებზე. მედლების გადაცემა ასევე შესაძლებელი იქნება ოლიმპიურ მუზეუმში ან საგანგებოდ მოწყობილ რომელიმე ცერემონიაზე.

პეკინისა (2008) და ლონდონის (2012) ოლიმპიური თამაშების მონაწილეთა განმეორებითი დოპინგტესტირებისას 100-ზე მეტი დადებითი პასუხი გამოვლინდა, ანტისადოპინგო წესების დამრღვევთ 75 ოლიმპიური მედალი ჩამოერთვათ.