სეოკ-ის სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ინიციატივა

05 მაისი 2018

სენაკის რაიონის ისტორიულ სოფელ ნოქალაქევში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის (პრეზიდენტი - დავით კილასონია) ინიციატივით ჩატარდა შეხვედრა, რომელზეც იმსჯელეს რეგიონში სპორტის ოლიმპიური სახეობის - ბადმინტონის დანერგვასა და განვითარებაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელები, იმერეთის რეგიონული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელირევაზრობაქიძე,  იმერეთის ბადმინტონის ფედერაციის პრეზიდენტისერგო ლექვინაძე და ვიცე-პრეზიდენტიანზორ ქაჯაია, რეგიონის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მამუკა ძოძუაშვილი, ასევე ქუთაისელი ბადმინტონისტები, რომლებმაც ახლახანს იასპარეზეს ინდოეთში გამართულ მოსწავლეთა სასკოლო მსოფლიო თამაშებზე.  მამუკამ ძოძუაშვილმა რეგიონის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ბადმინტონით დაინტერესებულ ახალგაზრდებსა და მწვრთნელებს დეტალურად აუხსნა ბადმინტონის თამაშის წესები. შემდეგ გაიმართა საჩვენებელი-სასწავლო შეხვედრა ქუთაისელ და ზუგდიდელ მოსწავლეებს შორის. შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს ნოქალაქევის უნიკალური ისტორიული ძეგლები და მუზეუმი.

ღონისძიების ფარგლებში რევაზ რობაქიძემ მოსწავლეებს და მწვრთნელებს წაუკითხა ლექცია ოლიმპიზმის თემაზე და ნოქალაქევის საჯარო სკოლას საჩუქრად გადასცა სეოკ-ის მიერ გამოცემული წიგნები.