საქართველოს ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება

10 მაისი 2018

14-20 მაისს მაკედონიის  დედაქალაქი  სკოპიე თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელიც ამავდროულად  მესამე ახლგაზრდული ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო შეჯიბრებაცაა. პრიზიორები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან, თითოეულ სახეობაში  კი  ლიცენზია 5-5 წონით კატეგორიაში გათამაშდება. ამავე დროს, გუნდებისთვის  დაწესებულია საკმაოდ მკაცრი ლიმიტი: თითოეული ქვეყნიდან ლიცენზიას მხოლოდ  2 გამარჯვებული სპორტსმენი მიიღებს 2 წონით კატეგორიაში.

სალიცენზიო წონითი კატეგორიებია:

თავისუფალ ჭიდაობაში - 48 კგ, 55 კგ, 65 კგ, 80 კგ, 110 კგ.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში - 45 კგ, 51 კგ, 60 კგ, 71 კგ, 92 კგ; 

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა  ნაკრების შემადგენლობა: ჯონი ცხადაია (45 კგ), გიორგი გეგელაშვილი (48კგ), გიორგი ჭოლაძე (51 კგ), დავით აბდალაძე (55 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (60კგ), ლუკა მარიამიძე (65 კგ), ბაგრატი გაგნიძე (71 კგ), გიორგი ნებუნიშვილი (80 კგ), ნიკა ბერულავა (92 კგ), სოლომონ მანაშვილი (110კგ).

მწვრთნელები: გიორგი კვინიკაძე (უფროსი მწვრთნელი), ლაშა ქეთიშვილი და ალექსანდრე პატარქალიშვილი.

ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავე  ჭაბუკთა  ნაკრების  შემადგენლობა:  თორნიკე სოლომონიძე (45კგ), დიმიტრი ხაჩიძე (48), გიორგი თოხაძე (51 კგ),  დიეგო ჩხიკვაძე (55 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (60კგ), ხვიჩა ანანიძე (65 კგ),  დათა ჩხაიძე (71 კგ),  გიორგი ცოფურაშვილი (80 კგ), ცოტნე ცინცაძე (92 კგ), მათე გოქაძე (110 კგ).

მწვრთნელები: ხვიჩა ქორიძე (უფროსი მწვრთნელი), ვაჟა კრავეიშვილი და დევი რეხვიაშვილი.

ჩვენი მოჭიდავეები დასკვნით საწვრთნელ შეკრებას ბორჯომში გადაიან. ერთ-ერთ ბოლო  ვარჯიშს დაესწრო და ნაკრების წევრებს კარს მომდგარი შეჯიბრების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ესაუბრა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

 „ევროპის ჩემპიონატი თავისთავად მეტად საპასუხისმგებლო შეჯიბრებაა და რადგან ამ ტურნირს  სალიცენზიო დატვირთვაც აქვს, მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. შესაბამისად, იზრდება კონკურენციაც, მით უმეტეს - ასეთი მკაცრი სალიცენზიო ლიმიტის პირობებში. ამიტომაც გვმართებს განსაკუთრებული მობილიზება. ჩვენ ველოდებით, რომ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე  საქართველოს სპორტულ დელეგაციას მოჭიდავვებიც შეავსებენ და ისინი არგენტინაში უმაღლესი ადგილებისთვის იბრძოლებენ," - აღნიშნა ხაბელოვმა.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ჩვენს მოჭიდავებს და მათს მწვრთნელებს მაკედონიაში წარმატებული გამოსვლა უსურვა.