საქართველოსა და სლოვენიის სპორტის ხელმძღვანელთა მოლაპარაკება ბელგრადში

12 მაისი 2018

ბელგრადში (სერბეთი), ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ერთობლივ სემინარზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ-ი) დელეგატთა ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა სლოვენიის ეოკ-ის, IOC-ის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და  მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომელიც შეეხო საქართველოში სპორტის ზამთრის სახეობების შემდგომი განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის საქმეში სლოვენიის გამოცდილების  გაზიარების საკითხებს.

შეხვედრაზე საუბარი იყო მომავალ თანამშრომლობაზე, საქართველოს მთავრობის გეგმებზე ქვეყანაში ზამთრის სპორტისა და სამთო კურორტების განვითარების მიმართულებით.

 საქართველოსა და სლოვენიის სპორტის ხელმძღვანელთა მოლაპარაკება  მყარ საფუძველს ქმნის ჩვენს ქვეყნებს შორის ზამთრის სახეობათა განვითარების მიზნით გრძელვადიანი  თანამშრომლობის დასამყარებლად.