გოგიტა არქანიას ევროპული ბრინჯაო

12 მაისი 2018

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი  მოიპოვა ქართველმა კარატისტმა გოგიტა არქანია. მან რამდენიმე ძლიერ მეტოქეს აჯობა, მათ შორის - გერმანელ ჯონათან ჰორნეს, რომელიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების არაერთი მედლის მფლობელია.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს გოგიტა არქანიას ევროპულ სარბიელზე მოპოვებულ წარმატებას. იმედი გვაქვს, რომ გოგიტა არქანია და ჩვენი ნაკრების სხვა წევრები ასევე წარმატებით გამოვლენ ნოემბერში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც მედლებთან ერთად 2020 წლის ოლიმპიადის  ლიცენზიებიც გათამაშდება.