მე-4 ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მასპინძლის ვინაობა 2018 წლის ოქტომბერში გაირკვევა

13 მაისი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს ცნობით, მე-4 ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის სურვილი აქვს ოთხ აფრიკულ ქვეყანას: ბოტსვანას, ნიგერიას, სენეგალს და ტუნისს.

ამ ქვეყნების ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებთან მოლაპარაკებები დასრულდება მიმდინარე წლის ივნისში. წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მოხსენენებისა და დაინტერესებულ ქვეყნებში შემფასებელი კომისიის ვიზიტების შემდეგ IOC  გადაწყვეტს, რომელ კანდიდატურებს მიანიჭებს უპირატესობას საბოლოო განხილვაზე წარსადგენად.

IOC-ის შემფასებელი კომისია თავის მოხსენებას სექტემბერში წარადგენს, 2022 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მასპინძლის ვინაობა კი გამოცხადდება IOC-ის სესიაზე, რომელიც წლეულს ოქტომბერში, ბუენოს-აირესში გაიმართება.