პეკინი-2022-ზე NHL-ის მოთამაშეების მონაწილეობა რეალურია

13 მაისი 2018

კანადის ჰოკეისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ტომ რენი მიიჩნევს, რომ ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) მოთამაშეებს პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის სურვილი აქვთ. რენის თქმით, ამის დასტურია დანიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე NHL-ის მოთამაშეთა გამოჩენა.

„ამ მსოფლიო ჩემპიონატზე NHL-ის საუკეთესო მოთამაშეთა უმეტესობა ჩავიდა. შესაძლოა, ეს არის გზავნილი, რომელიც იმას ნიშნავს, რომ მათ მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მიღება სურთ. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. NHL-ი და ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია ერთად უნდა დადგნენ და საერთო აზრამდე მივიდნენ."