,,ღამე მუზეუმში"

19 მაისი 2018

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს ეროვნული კომიტეტის მხარდაჭერით, მუზეუმების საერთაშორისო დღის ფარგლებში, 19 მაისს სეოკ-ში მოეწყო ყოველწლიური აქცია - „ღამე მუზეუმში".

დღევანდელ ღონისძიებაზე საქართველოს ოლიმპიურ  მუზეუმს  თბილისის საჯარო სკოლების 180-მდე მოსწავლე  ესტუმრა. მუზეუმმა დამთვალიერებლებს სახელოვან ოლიმპიურ ჩემპიონ-პრიზიორებთან და ოლიმპიური თამაშების მონაწილეებთან ერთად უმასპინძლა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონები - რაფაელ ჩიმიშკიანი და დავით გობეჯიშვილი, ოლიმპიურ თამაშების მესამე პრიზიორი ლიანა ცოტაძე და მრავალგზის ოლიმპიელები - იასონ აბრამაშვილი, ნინო წიკლაური და ლუბა გოლოვინა.

აქციაში მონაწილეობდა სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.

ვიზიტორებმა დაათვალიერეს მუზეუმი, გაეცნენ ქართული სპორტის ოლიმპიურ  წარმატებებს ,ასევე დიდ ეკრანზე იხილეს თითოეული ოლიმპიური ჩემპიონის ისტორია. თავის მხრივ, ოლიმპიელებმა უპასუხეს მოსწავლეების კითხვებს, გაიხსენეს სპორტული ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები.

თითოეულ საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან საჩუქარად გადაეცა სახელმძღვანელოები.

ღონისძიებას უძღვებოდა სეოკ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეონა ომანაძე.