კალგარელები 2026 წლის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის საჭირო ხარჯებს შეაფასებენ

23 მაისი 2018

კალგარიში (კანადა) 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების შესაძლო მასპინძლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდება.

შარშან მოწყობილი კვლევის თანახმად, რისთვისაც 5,2 მილიონი კანადური დოლარი გაიღეს (4 მილიონი აშშ დოლარი), თამაშების შესაძლო მასპინძლობა 4,6 მილიარდი კანადური დოლარი დაჯდება (3,6 მილიარდი აშშ დოლარი). თუმცა, ირკვევა, რომ ბიუჯეტი ივნისში გადაიხედება.

კალგარის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ერთგვარი საზედამხედველო კომიტეტის ხელმძღვანელის ევან ვულის თქმით, საბოლოო სიტყვა, რეფერენდუმის დახმარებით, ქალაქის ბინადრებმა უნდა თქვან: „პლებისციტი განსაზღვრავს ასე გადავწყვეტთ, თუ - ისე".

2026 წლის ოლიმპიადის მასპინძლობით დაინტერესებულნი არიან: გრაცი (ავსტრია),იტალიის კორტინა დ'ამპეცოს, მილანისა და ტურინის სამეული, აგრეთვე სტოკჰოლმი (შვედეთი), სიონი (შვეიცარია), საპორო (იაპონია) და ერზრუმი (თურქეთი).

2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის დედაქალაქი 2019 წლის სექტემბრის IOC-ის სესიაზე გამოვლინდება.