იაპონიაში ტოკიო-2020-ის ყალბი მედლების გამყიდველი დააკავეს

24 მაისი 2018

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ყალბი სამახსოვრო მედლების შენახვა- გაყიდვისთვის ოსაკაში მცხოვრები 43 წლის იასუჰირო კოტანი დააკავეს.

იაპონელ სამართალდამცავთა ცნობით, დაკავებულის ბინიდან 26 ყალბი მედალია ამოღებული.

კოტანიმ  პოლიციას განუცხადა, რომ მედლები ინტერნეტით გამოიწერა ჩინეთიდან: „მედლები ჩინურ ონლაინ მაღაზიაში ვნახე და ვიყიდე, რადგან ვიფიქრე, რომ კარგად გაიყიდებოდა."

პოლიციის ცნობით, კოტანიმ ჩინეთიდან 80 მედალი შეიძინა და შემდგომ გასაყიდად ინტერნეტ აუქციონზე გაიტანა. წყვილ მედალს იგი დაახლოებით 4 ათას იენად ყიდიდა (36 აშშ დოლარი).