პეკინი-2022 პიონჩანგი-2018-ის გამოცდილებას გაითვალისწინებს

26 მაისი 2018

პეკინი-2022-ის ოფიციალური წარმომადგენლების განმარტებით, ისინი გაითვალისწინებენ პიონჩანგი-2018-ის გამოცდილებას და მომავალი ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის  დამატებით სამუშაოებს  ჩაატარებენ.

საქმე ის არის, რომ პიონჩანგის თამაშებზე ძლიერი ქარის გამო რამდენიმე სათხილამურო შეჯიბრება გადაიდო ან გაუქმდა. პეკინი-2022-ის სპორტის დეპარტამენტის დირექტორი ტონგ ლისინი პირობას დებს, რომ საორგანიზაციო კომიტეტი პიონჩანგი-2018-ის ამგვარ გამოცდილებას გაითვალისწინებს.

ამასთან დაკავშირებით, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქს პეკინიდან საკმაოდ დიდი დელეგაცია ეწვია.

„წარმატებული ოლიმპიური და პარალიმპური ზამთრის თამაშების სამასპინძლოდ მეტად ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა, რომელიც დაგვეხმარება მშენებლობების პროცესის და დროის მართვის მეცნიერულ დაგეგმარებებაში, - განაცხადა პეკინი-2022-ის პრეზიდენტმა საი ქიმ, - ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ის მოთხოვნები, რომლებიც დაწესებულია არენებისა და შეჯიბრებებისთვის. ასევე დაცული იქნება ბალანსი მაღალ სტანდარტებსა და ზომიერებას შორის."