ბუენოს აირესი 2018-ს თილისმად ჰყავს იაგუარი, სახელად - პანდი

29 მაისი 2018

ბუენოს აირესის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს თავისი თილისმა ჰყავს,  მას პანდი ჰქვია. ოფიციალური თილისმის შექმნის შთაგონების წყარო იყო იაგუარი -  ველური კატის სახეობა, რომელიც არგენტინის ჩრდილოეთ რეგიონში ბინადრობს.

ახალგაზრდა ათლეტები ყველაფერს აკეთებენ, რათა თამაშებისთვის კვალიფიკაცია გაიარონ. ბუენოს აირესი 2018-ის თილისმა მოწოდებულია იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ოლიმპიზმისა და სპორტის მნიშვნელობა შთაგონოს", - პანდის პრეზენტაციაზე განაცხადა ბუენოს აირესი-2018-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა გერარდო ვერტეინიმ.

არგენტინის ჩრდილოეთ რეგიონის ბინადარი იაგუარი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა. ბუენოს აირესი-2018-ის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ იაგუარის თილისმად შერჩევა მის მიმართ ცნობიერებას გაზრდის.