ტოკიო 2020-ის მარათონი იაპონიის დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებზე გაივლის

03 ივნისი 2018

როგორც მძლეოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაციის (IAAF) პრეზიდენტი  სებასტიან კოე ამბობს, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სამარათონე მარშრუტი იაპონიის დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებზე იქნება მორგებული.

მარათონის მარშრუტი გაივლის ტოკიოს როგორც თანამედროვე, ისე ტრადიუციულ რაიონებში, სტარტისთვის და ფინიშისთვის კი ოლიმპიური სტადიონია განკუთვნილი.

ღირსშესანიშნაობებს შორის იქნება კამინარიმონი (ჭექა-ქუხილის ჭიშკარი), საიმპერატორო სასახლე, ზოჯოძის ტაძარი, ტოკიოს კოშკურა და ნიჰომბაშის ხიდი.

ტოკიო-2020-ის ორგანიზატორთა განცხადებით, იაპონიას მარათონული რბენის „დიდი და ამაყი ტრადიციები" აქვს. ამის ერთ-ერთი დასტურია ისიც, რომ წლეულს ტოკიოს მარათონში მონაწილეობის სურვილი თითქმის 300 ათასმა ადამიანმა გამოთქვა.

ტოკიოს რჩეულ ადგილებზე გაივლის 20 და 50 კილომეტრზე სპორტული სიარულის მარშრუტიც.

ორგანიზატორთა თქმით, ასაპარეზობები წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს როგორც სპორტსმენებზე, ისე გულშემატკივრებზე, ტელემაყურებელზე.