ვიტალი კლიჩკო ქუთაისის ოლიმპიურ პარკში

20 აპრილი 2012

უკრაინელი პროფესიონალი მოკრივე ვიტალი კლიჩკო, რომელიც იქაური პარლამენტის წევრია და კიევის მერობაზეც აპირებს იყაროს კენჭი ამ დღეებში საქართველოში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში კლიჩკო ქუთაისს ესტუმრა და ქალაქის ცენტრში მდებარე ოლიმპიურ სკვერში ოლიმპიურ ჩემპიონთა ვარსკვლავები დაათვალიერა.

„საქართველო, რომ მდიდარი სპორტული ტრადიციების ქვეყანაა ამის შესახებ მსმენია, მაგრამ ასეთ პატარა ქალაქს თუ ამდენი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავდა არ ვიცოდი - ეს მართლაც გასაოცარია. სკვერიც ლამაზია და რაც მთავარია ოლიმპიური ჩემპიონებისადმი უდიდესი პატივის გამომხატველია" - აღნიშნა ვიტალი კლიჩკომ.