პეკინი-2022 ოფიციალურ მწარმოებლებს ეძებს

04 ივნისი 2018

პეკინი-2022 -ის ორგანიზატორები იმ საწარმოთა შერჩევის პროცესს შეუდგნენ, რომლებიც ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის განკუთვნილ ლიცენზირებულ სამახსოვრო თუ სასაჩუქრე საქონელს შექმნიან.

კერძოდ, დაიწყო დაინტერესებულ ადგილობრივ მწამოებელთა განაცხადების მიღება, რომლებიც ოფიციალური ოლიმპიური ლოგოს მქონე პროდუქციას დაამზადებენ ტანსაცმელის, ბეჯების, კერამიკის და ძვირფასი ლითონების კატეგორიაში.

პეკინი-2022-ის განცხადებით, ერთ-ერთი სავალდებულო მოთხოვნაა ხარისხის  შესაბამისი სტანდარტების დაცვა და გარემოზე ზრუნვა.

აღსანიშნავია, რომ წლეულს იანვარში პეკინი-2022-მა ჩინეთის დედაქალაქში ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის განკუთვნილი პროდუქციის გასაყიდად 7 მაღაზია გახსნა. ამ მაღაზიებში უკვე იყიდება 140 დასახელების პროდუქცია, მათ შორის - ბრელოკები, საკანცელარიო ნივთები, ტანსაცმელი, საფოსტო მარკები, ოქროს ნაკეთობები.