WADA-ას ახალი სტანდარტი

04 ივნისი 2018

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) შეიმუშავა და გამოაქვეყნა კონფიდენციალურობის და სპორტსმენის პირადი მონაცემების დაცვის ახალი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც  დაამტკიცა  WADA-ას აღმასრულებელმა კომიტეტმა და დაუყოვნებლივ  შევიდა ძალაში.

ახალი წესების შემოღება უკავშირდება რუსეთთან ასოცირებული ჰაკერული ჯგუფის - Fancy Bears-ის მიერ საერთაშორისო, რეგონული და ეროვნული ანტისადოპინგო სააგენტოების მონაცემთა ბაზებზე განხორციელებულ გახშირებულ შეტევებს. ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად მიღებული კონფიდენციალური პირადი სამედიცინო ინფორმაცია პერიოდულად ქვეყნდება საჯარო სივრცეში, რაც ანტისადოპინგო ორგანიზაციების და თავად სპორტსმენების გულისწყრომას იწვევს.

WADA-ას მაღაჩინოსნები იმედოვნებენ, რომ  ახალი სტანდარტების შემოღება და დღეს არსებული ტექნიკური შესაძლებლობის მაქსიმალური ამოქმედება უზრუნველყოფს სპორტსმენების პირადი მონაცემების უკეთ დაცვას.