საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი წყალდიდობით დაზარალებულ პიონჩანგს ფინანსურად დაეხმარება

05 ივნისი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) წყალდიდობით დაზარალებულ ზამთრის XXIII  ოლიმპიური თამაშების მასპინძელ პიონჩანგს 150 ათას აშშ დოლარს გადაურიცხავს.

ძლიერი შტორმის გამო პიონჩანგში, 2018 წლის ოლიმპიადის შტაბ-ბინის და ოლიმპიური მოედნის სიახლოევეს, დაინგრა 50 სახლი, 150 ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.