ჩრდილოეთ კორეა 2020 და 2022 წლების ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას აპირებს

05 ივნისი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განმარტებით, ჩრდილოეთ კორეამ დაადასტურა, რომ სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს ტოკიოს 2020 და პეკინის 2022 წლების ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში.

„ჩრდილოეთ კორეაში ჩემი ვიზიტისას და იქ შეხვედრის დროს, სადაც იმყოფებოდა კიმ ჩენ ინი, დამარწმუნეს, რომ  ამ ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ არა მარტო ტოკიოს 2020 და პეკინის 2022 წლების ოლიმპიურ თამაშებში, არამედ 2018 წლის ბუენოს აირესის ზაფხულის და 2020 წლის ლოზანის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში", - დღეს, პეკინში საგანგებოდ მოწყობილ პრესკონფერენციაზე განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა.