პიონჩანგი 2018-ის ვიცე-პრეზიდენტები ოლიმპიური ორდენებით დაჯილდოვდნენ

05 ივნისი 2018

პიონჩანგის 2018 ზამთრის ოლიმპიური თამაშების ვიცე-პრეზიდენტები - კიმ კიჰონგი და ბაეკ სუნგილი გაწეული სამუშაოებისთვის ოლიმპიური ორდენებით დაჯილდოვდნენ.

დაჯილდოების ცერემონია შედგა 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების დედაქალაქ პეკინში.

დაჯილდოებამდე პიონჩანგი-2018-ის საკოორდინაციო კომისიის ხელძღვანელმა გუნილა ლინდბერგმა კიმ კიჰონგისთვის და ბაეკ სუნგილისთვის უმაღლესი ოლიმპიური ჯილდოების გადაცემის მიზეზები განმარტა. მისი თქმით, მათ ოლიმპიური თამაშების წარმატებით და მშვიდობიან გარემოში ჩასატარებლად არ დაიშურეს ძალ-ღონე და დრო. მათი დამსახურებით თამაშების გახსნის ცერემონიალზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ერთი დროშით წარსდგნენ, რაც მილიონობით ადამიანის მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდა."