თომას ბახი: „ევროპამ აზიისგან უნდა ისწავლოს"

06 ივნისი 2018

პეკინში გამართულ ოლიმპიურ ფორუმზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა განმარტება გააკეთა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად აზიური ქვეყნების აქტიურობასთან დაკავშირებით. ბახის თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა საკუთარი სკეპტიკური დამოკიდებულება უნდა შეცვალონ და ამ კუთხით აზიური ქვეყნებისგან ისწავლონ.

მეტი სიცხადისთვის მინდა აღვნიშნო, რომ ევროპული ქვეყნების მხრიდან ასეთ სკეპტიციზმზე საუბრისას მხოლოდ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს არ ვგულისხმობ. ცხადია, რომ მთლიანად ევროპაშია ასეთი სკეპტიციზმი. ეს შეიმჩნევა ყოველდღიურად - პოლიტიკაში, ბიზნესში, საზოგადოებაში. ასეთია საერთო შთაბეჭდილება, რომელიც ჩამომიყალიბდა. ვფიქრობ, ასეთი მარტო მე არ ვარ. როგორც ევროპელი, ვიმედოვნებ, რომ ამ მხრივ ევროპა აზიისგან ისწავლის", - ამბობს თომას ბახი და იქვე დასძენს, რომ უკეთესი მომავლის იმედად არ შეიძლება გულხელდაკრეფილი იჯდე. ის თავად უნდა შექმნა: „მოვლენებს ოპტიმისტურ და შორსმიმავალ ჭრილში უნდაუყუროთ. ეს ის არის, რასაც აზია აკეთებს ოლიმპიურ თამაშებთან მიმართებაში. შემთვევითი არ არის, რომ აზიაში ზედიზედ სამი ოლიმპიადა ჩატარდება".