"დღის წესრიგი 2020"-ის რეფორმებმა მიზანს მიაღწია - პიონჩანგი-2018 მოგებაში დარჩა

07 ივნისი 2018

პეკინში, 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის შტაბ-ბინაში, პიონჩანგი-2018-ის ერთგვარი შემაჯამებელი შეხვედრისას გაცხადდა, რომ 2018 წლის ოლიმპიადა მრავალმილიონიანი პროფიციტში (დადებითი სალდო) დარჩა.

დღის წესრიგი 2020"-ის ოლიმპიურმა რეფორმებმა მიზანს მიაღწია და ხელშესახები შედეგები უკვე იკვეთება. ამის თვალსაჩინო მაგალითია პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის განცხადება, რომლის მიხედვითაც ორგანიზატორები მრავალმილიონიან პროფიციტში დარჩნენ, მიხედავად იმისა, რომ დღის წესრიგი 2020"-ის რეფორმებიდან  სრული სარგებელი ბოლომდე არ მიუღიათ", - განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა.

„დღის წესრიგი 2020"-ის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ოლიმპიური თამაშების ხარჯების შემცირება.