მოზარდ ლელობურთელთა ტურნირი სენაკში

07 ივნისი 2018

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციისა და სამეგრელოს ლელოს ფედერაციისა თაოსნობით, სენაკში, ,,ეგრისის'' სათადარიგო სტადიონზე გაიმართა  მუნიციპალიტეტის სასკოლო გუნდების საგაზაფხულო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრები ლელობურთში.

პირველ ადგილზე გავიდა სენაკის პირველი საჯარო სკოლის გუნდი, რომელმაც გადამწყვეტი მატჩი მოუგო  მეორე საჯარო სკოლის ნაკრებს. მესამე ადგილი დაიკავეს სოფელ ლეძაძამეს საჯარო სკოლის ლელობურთელებმა.  გამარჯვებულები თასით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

შეჯიბრებაში რეგიონის 16 სკოლის 250-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს მოზარდებში სპორტის ეროვნული სახეობების პოპულარიზაციას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.