ოქროს მედალი და ევროპული თამაშების 2 საგზური

10 ივნისი 2018

ბელგრადში დღეს დამთავრებულ ევროპის ჩემპიონატზე სპრინტში (C1-200 მ) ოქროს მედალი და 2019 წლის მეორე ევროპული თამაშების საგზური მოიპოვა ქართველმა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ. მინსკი-2019-ის ლიცენზია მიიღო კიდევ ერთმა ჩვენმა ნიჩბოსანმა ბადრი ყაველშვილმა. მან კაიაკით გაცურვაში (K1- 200), B ფინალში იასპარეზა, საბოლოოდ  მე-16 შედეგი აჩვენა, რაც საკმარისი აღმოჩნდა მინსკის საგზურის დასაუფლებლად.

ზაზა ნადირაძე უკვე საკმაოდ გამოცდილი სპორტსმენია და კარგა ხანია, კანოეს ამ დისციპლინაში ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია უკავია. მან 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა, ამავე ასაკის სპორტსმენთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიგო, 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მე-5 ადგილი დაიკავა, შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე კი ბრინჯაოს მედალი ერგო.

ნადირაძე და ყაველაშვილი 2015 წლის პირველ ევროპულ თამაშებშიც  გამოდიოდნენ, თუმცა ფინალში ვერ მოხვდნენ.