23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის 6 მედალი და გუნდური მესამე ადგილი

10 ივნისი 2018

სტამბოლში, 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ათი წონით კატეგორიაში ექვსში კვარცხლბეკამდე გაიკვალა გზა.

მათ შორის, ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა ირაკლი მწითურს (92 კგ), რომელიც ფინალში აზერბაიჯანელ შამილ ზუბაიროვთან დამარცხდა, ხოლო ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს თეიმურაზ ვანიშვილმა (61 კგ), გიორგი სულავამ (70 კგ), ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ), ნიკა კენჭაძემ (79 კგ) და გივი მაჭარაშვილმა (97 კგ).

შედეგად, საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა  ევროპის ჩემპიონატი ერთი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

საერთო ჩათვლაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 119 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. პირველზე 215 ქულით რუსეთი გავიდა, ხოლო მეორეზე ­- 125 ქულით თურქეთი.