IOC-მა ბიატლონისტთა საერთაშორისო კავშირის დაფინანსება დროებით შეწყვიტა

13 ივნისი 2018

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ბიატლონისტთა საერთაშორისო კავშირის (IBU) დაფინანსების დროებით შეაჩერა.

IOC-ის ამგვარი გადაწყვეტილება უკავშირდება IBU-ს ყოფილი პრეზიდენტის ანდერს ბესბერგის მისამართით გაჟღერებულ კორუფციულ ბრალდებებს და რუს სპორტსმენთა დადებითი დოპინგ-სინჯების გაყალბებას.

დაფინანსება შესაძლოა შემოდგომაზე აღდგეს, იქამდე კი IBU-მ რიგი კრიტერიუმები უნდა შეასრულოს. მათ შორის, უნდა აირჩიოს ახალი პრეზიდენტი, რათა შესაბამისი ნაბიჯით უზრუნველყოფილი იყოს ორგანიზაციის სტაბილური მმართველობა.

ერთ-ერთ მოთხოვნის თანახმად, IOC-ის აღმასრულებელი კომიტეტი უნდა გაეცნოს და მოიწონოს IBU-ს ეთიკის განახლებული კოდექსიც, ასევე უნდა განხორციელდეს IBU-ს ანტიდოპინგური პროგრამის სრული აუდიტი.

ყველა ინფორმაცია უნდა წარედგინოს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს 2018 წლის 10 სექტემბრამდე, ხოლო დაფინანსების შესაძლო აღდგენის საკითხზე 3 ან 4 ოქტომბერს იმსჯელებენ.