მინსკი-2018-ს კვების საკითხებში საერთაშორისო ექსპერტი სტუმრობდა

17 ივნისი 2018

2019 წლის მეორე ევროპული თამაშების მასპინძელ მინსკს კვების ორგანიზების საკითხებში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) საერთაშორისო ექსპერტი მერი ჰოლოვეი სტუმრობდა.

ვიზიტის ფარგლებში მერი ჰოლოვეიმ მოინახულა სპორტულ არენებთან განთავსებული საზოგადოებრივი კვების ობიექტები. ძირითადი ყურადღება დაუთმო ათლეტთა კვების ორგანიზების კონცეფციას, ასევე კვების უსაფრთხოებას.

კვების ორგანიზების საკითხებში საერთაშორისო ექსპერტი მინსკი-2018-ის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გაწეულ სამუშაოებს უშალოდ ევროპის ოლიმპიურ კომიტეტს გააცნობს.

მინსკი 2019 წლის ევროპის მეორე თამაშებს 21-30 ივნისს უმასპინძლებს.