ტოკიო 2020-მა მდგრადი განვითარების გეგმის მეორე რედაქცია გამოაქვეყნა

18 ივნისი 2018

ტოკიოს 2020 წლის ზაფხული ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა მდგრადი განვითარების გეგმის მეორე რედაქცია გამოაქვეყნა, რომელთან შესაბამისობაშიც განხორციელდება თამაშების ორგანიზება.

ოლიმპიადის მასპინძლები იხელმძღვანელებენ პრინციპით „ვიყოთ უკეთესები - პლანეტისთვის და ადამიანებისთვის".

ახალი სტრატეგია ფოკუსირებულია ადამიანის საქმიანობის აქტუალურ პრობლემურ სფეროებზე: კლიმატური ცვლილებები, რესურსების მართვა, გარემოზე ზრუნვა, ბიომრავალფეროვნება; ასევე ადამიანის უფლებების გათვალისწინება, სამართლიანი ბიზნესწარმოება, ჩართულობა, თანამშრომლობა, სოციალური ინკლუზია.