სანდრო ბაზაძე მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი

19 ივნისი 2018

საქართველოს მოფარიკავეთა გუნდის ლიდერმა სანდრო ბაზაძემ ნოვი სადში (სერბეთი) მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა მოხმალავემ ფინალურ ეტაპზე ექვსიდან ხუთი ბრძოლა მოიგო. მან გაიმეორა შარშან თბილისში გამართული კონტინენტის ჩემპიონატის შედეგი და ამჯერადაც კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.

სანდრო ბაზაძე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებული და 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილეა (მე-13 ადგილი).