ტონი პარკერი პარიზის 2024-ის ოლიმპიური თამაშების ელჩად დასახელდა

19 ივნისი 2018

საფრანგეთის კალათბურთელთა ნაკრების წევრი და NBA-ს ვარსკვლავი ტონი პარკერი პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ელჩად დასახელდა. 36 წლის ტიტულიანი ფრანგი კალათბურთელი ელჩის რანგში პარიზი-2024-ის პრეზიდენტმა ტონი ესტანგემ წარადგინა. ეს მოხდა პარიზში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიაში ვიზიტისას.

„როდესაც ელჩად გახდომის წინადადებით მომმართეს, ტონი ესტანგემ საკუთარი ხედვა გამაცნო იმაზე, თუ რას უნდა წარმოადგენდეს ელჩი. მისი წინადადება საინტერესოდ მომეჩვენა. მან იცოდა ლიონში, საკალათბურთო კლუბში ჩემს საქმიანობაზე და აკადემიაზე, რომელსაც გაისად გავხსნი, - განმარტავს NBA-ს ოთხგზის და ევროპის ჩემპიონი ტონი პარკერი, რომელიც ახალგაზრდების განათლებაზე იქნება პასუხისმგებელი, - ასე რომ, ბევრ ღონისძიებაში ვიქნები ჩართული, ახლო მომავალში კი განსახორციელებელ გეგმებს შეგატყობინებთ".

თავის მხრივ ესტანგე - კანოეში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი - დასძენს, რომ 2024 წლის განაცხადისას პარკერი მუდმივად მხარში ედგათ, ახლა კი მომავალი თაობას საკუთარ გამოცდილებას გაზიარებს.