პარიზის მერი „განსაკუთრებული ღირებულებების" ოლიმპიადის ჩატარების პირობას დებს

20 ივნისი 2018

საფრანგეთის დედაქალაქში სტუმრად მყოფი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) საკოორდინაციო კომისიის წევრებთან შეხვედრისას, პარიზის მერმა და პარიზი-2024-ის ხელმძღვანელმა ანე იდალგომ  ისაუბრა საფრანგეთის დედაქალაქში „განსაკუთრებული ღირებულებების" ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ორგანიზებაზე:

 „ევროპულ ოლიმპიურ პროექტთან დაკავშირებით გვინდა მკაფიო გზავნილი გავუშვათ. ყველას უნდა დავანახოთ, რომ შესანიშნავი ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად ვართ მზად, სადაც წარმოვაჩენთ ევროპულ ღირებულებებს. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის ეს უნდა გახდეს შესაძლებლობების ოლიმპიადა."