ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ნადეჟდა დვალიშვილი იუბილარია

24 ივნისი 2018

ჰელსინკისა და  მელბურნის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორს, სსრკ ოთხგზის ჩემპიონს, სამგზის მეორე და მესამე პრიზიორს, ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული თამაშების ჩემპიონს და სამგზის მეორე პრიზიორს, მსოფლიოს უნივერსიადის მესამე პრიზიორს, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენს, სსრკ სპორტის დამსახურებულს ოსტატს, ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერს, სახსელოვან მძლეოსანს  ნადეჟდა დვალიშვილს 85 წელი შეუსრულდა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ქალბატონ ნადეჟდას იუბილეს და უსურვებს ჯანმრთელობას,მხნეობას და დღეგრძელობას.