კანადის ოლიმპიურმა კომიტეტმა კალგარი 2026-ის კანდიდატურა დაამტკიცა

25 ივნისი 2018

კანადის ოლიმპიურმა კომიტეტმა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მასპინძლობისთვის კალგარის კანდიდატურა ერთხმად დაამტკიცა.

კალგარის კანდიდატურასთან დაკავშირებით ნოემბერში პლებისციტი ჩატარდება, რომელიც ოლიმპიადის მიმართ ქალაქის მაცხოვრებელთა დამოკიდებულებას გასცემს პასუხს.

2026 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის ბრძოლის ოფიციალური კანდიდატები წლეულს ბუენოს აირესში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) სესიაზე (8-9 ოქტომბერი) დამტკიცდება, თამაშების დედაქალაქი კი გაისად, IOC-ის სექტემბერის სესიაზე გამოვლინდება.

2026 წლის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის იბრძვიან: გრაცი (ავსტრია), სტოკჰოლმი (შვედეთი), საპორო (იაპონია), ერზრუმი (თურქეთი), აგრეთვე იტალიის კორტინა დ'ამპეცოს, მილანისა და ტურინის სამეული. კანდიდატთაგან ერზრუმი აუტსაიდერადაა მიჩნეული, საპორო დიდი ალბათობით განაცხადს 2030 წლით შეცვლის.

2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლას რეფერენდუმის შედეგებით გამოეთიშა შვეიცარიის სიონი.