ოლიმპიური კვირეული სამეგრელოში

26 ივნისი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური  დღის აღსანიშნავად, ოლიმპიური კვირეულის ფარგლებში სამეგრელოს რვავე მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, ფოთი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, აბაშა, ხობი, სენაკი) სეოკ-ის სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის თაოსნობით და ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერით ჩატარდა სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, მათ შორის კროსში, სხვა მძლეოსნურ დისციპლინებში, რაგბიში.

გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ თასებით, შესაბამისი მედლებით, სპეციალური მაისურებით. ოლიმპიური გარბენის ყველა მონაწილეს გადაეცა საერთშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერთიფიკატი.