ტოკიო 2020-ის სტუმრებს საკრუიზო გემზე დაბინავება შეეძლებათ

26 ივნისი 2018

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სტუმრებს იოკოჰამას პორტში ფეშენებელურ საკრუზო გემზე დაბინავება შეეძლებათ.

ტურისტული სააგენტო JTB-ის ცნობით, იაპონიის დედაქალქის სტუმრების განკარგულებაში იქნება ამერიკული კომპანიის საკრუიზო ხომალდი Sun Princess, რომელიც ოლიმპიადის დღეებში იამასიტას ყურეში შევა.

გემზე, რომლის სიგრძეც 260 მეტრია, ოლიმპიადის მსვლელობისას 3 600 მგზავრის დაბინავება იქნება შესაძლებელი. გემზე ერთი დღე-ღამის ფასი 300-დან 3500 დოლარამდე მერყეობს.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საკრუიზო ხომალდებს უდიდესი სპორტული ღონისძიებების სტუმრებისთვის თუ სპორტსმენებისთვის იყენებენ. ამის კარგი მაგალითია რიოს ოლიმპიური თამაშები, როდესაც აშშ-ის ქალ და ვაჟ კალათბურთელთა ნაკრები გუნები  სწორედ გემზე დაბინავდნენ.