IOC-ის პრეზიდენტისა და გაეროს უმაღლესი კომისრის შეხვედრა

26 ივნისი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა  უმაღლესმა კომისარმა ზეიდ რაად ალ ჰუსეინმა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჟენევაში, გაეროს ოფისში შეხვედრა გამართეს.

სოკ-ის პრეზიდენტმა და გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა იმსჯელეს სპორტის მნიშვნელობაზე ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფაში.

შეხვედრა ღია ფორმატში გაიმართა და მას დაესწრნენ  სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, რომელთაც შეკითხვების დასმის  საშუალებაც ჰქონდათ.  

„ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ ოლიმპიურ თამაშების მონაწილეთა  უფლებები, რომელიც   ოლიმპიური ქარტიითაა გარანტირებული, მათ შორის  ფუნდამენტური უფლება  მშვიდობიანი თანაცხოვრებისა. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია დამოუკიდებლად გადავჭრათ ისეთი პრობლემები, რომლებსაც ვერ უმკლავდება მსოფლიო პოლიტიკა" -განაცხდა სოკი-ს პრეზიდენტმა.

„ჩვენს ორგანიზაციებს - გაერო-სა და IOC-ს ერთი მიზანი გვაერთიანებს - განვამტკიცოთ ურთიერთობები ქვეყნებსა და ადამიანებს შორის, ავაშენოთ უკეთესი მსოფლიო," - ასეთი იყო გაერო-ს უმაღლესი კომისრის შემაჯამებელი სიტყვა.