ბუენოს აირესის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებამდე 100 დღე რჩება

28 ივნისი 2018

28 ივნისს ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ბუენოს აირესში უკუთვლა დაიწყო - თამაშებამდე 100 დღე რჩება.

მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებზე მედლებისთვის სპორტის 32 სახეობის 3998 წარმომადგენელი იბრძოლებს. ეს სახეობებია: ბადმინტონი, 3X3 კალათბურთი, კრივი, ჭიდაობა, ველოსპორტი, ნიჩბოსნობა, ბაიდარი და კანოე, გოლფი, ძიუდო, კარატე, ცხენოსნობა, მძლეოსნობა, მინი-ფეხბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, აფროსნობა, საწყლოსნო სახეობები (ცურვა, წყალში ხტომა), პლაჟის ფრენბურთი, პლაჟის ხელბურთი, რაგბი, როლერ-სპორტი, მეკლდეურობა, თანამედროვე ხუთჭიდი, მშვილდოსნობა, ტყვიის სროლა, სპორტული ცეკვები (ბრეიქ დანსი), სპორტული და მხატვრული ტანვარჯიში, ტაეკვანდო, ჩოგბურთი, ტრიატლონი, ძალოსნობა, ფარიკაობა, ბალახის ჰოკეი.

აღსანიშნავია, რომ ბუენოს აირესის თამაშები პირველია, სადაც გენდერული თანასწორობა იქნება დაცული - გოგო-ბიჭების თანაბარი რაოდენობა (1999-1999) მიიღებს მონაწილეობას.