ლუკა კაპანაძე ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია

29 ივნისი 2018

სარაევოში (ბოსნია-ჰერცეგოვინა) მიმდინარე ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლუკა კაპანაძემ (66 კგ).

ქართველმა სპორტსმენმა ხუთიდან ოთხი ბრძოლა მოიგო. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ლუკამ 3 წუთსა და 15 წამში იპონით  აჯობა ავსტრიელ სამუელ გასნერს.