ჭაბუკმა მოჭიდავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაიწყეს

04 ივლისი 2018

ზაგრებში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის საწყის დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით  მოჭიდავეთა ნაკრებმა ბრინჯაოს ერთი მედალი მოიპოვა.

ზაგრებულ ხალიჩაზე 48 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს წარმომადგენელმა გიორგი გეგელაშვილმა სამედლო შეხვედრაში ირანელი მაჰდი ვეისი 4:2 დაამარცხა და მესამე ადგილზე გავიდა.