IOC-მა მასპინძელ ქალაქებთან შეთანხმების ტექსტი გამოაქვეყნა

04 ივლისი 2018

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქთან, რეგიონთან და ქვეყანასთან, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტთან უფლება-ვალდებულებათა შეთანხმების ტექსტი გამოაქვეყნა.

განახლებული ვერსია ითვალისწინებს IOC-ის მნიშვნელოვან ჩართულობას თამაშების წარმატებულ და ეფექტურ (რენტაბელურ) ორგანიზებაში, ასევე მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო პარალიმპურ კომიტეტთან.

ოლიმპიური თამაშების ორგანიზებისა და ჩატარების შეთანხმებაში ჩამოთვლილი მოთხოვნები „დღის წესრიგი 2020"-ის ახალ ნორმებთან შესაბამისობაშია მოყვანილი.

ახალი ნორმები - ეს არის ინსტრუქციების ერთგვარი კრებული, რომელთა შესრულებაც მასპინძელ ქალაქში თამაშების ჩატარების რენტაბელურობას უზრუნველყოფს და ოლიმპიური მოძრაობის მხრიდან ოლიმპიადის ორგანიზატორებისთვის მხარდაჭერის გარანტიას იძლევა.