ახალი წონითი კატეგორიები ძალოსნობაში

05 ივლისი 2018

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) აღმასრულებელმა საბჭომ 10 ახალი წონითი კატეგორია დაამტკიცა როგორც ვაჟებისთვის, ისე ქალებისთვის.

ვაჟები: 55, 61, 67, 73, 81, 89, 96, 102, 109 და +109 კგ წონითი კატეგორიები; ქალები: 45, 49, 55, 59, 64, 71, 76, 81, 87 და +87კგ.

ცვლილებებია ახალგაზრდულ წონებშიც. ვაჟებისთვის განისაზღვრა 49, 55, 61, 67, 73, 81, 89, 96, 102 და + 102 კილოგრამ წონითი კატეგორიები, ხოლო გოგონებს  40, 45, 49, 55, 59, 64, 71, 76, 81 და +81 კილოგრამებში მოუწევთ ასპარეზობა.

ამ წესებით ჩატარდება მსოფლიოს, კონტინენტური, რეგიონული და ეროვნული ჩემპიონატები.

წონითი კატეგორიების რვიდან ათამდე გაზრდის გადაწყვეტილება IWF-ის აღმასრულებელმა საბჭომ 2017 წლის ნოემბერში მიიღო.

გარდა ამისა, ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის დამტკიცდა 7 წონა: ვაჟებს 61, 67, 73, 81, 96, 109 და +109, ხოლო ქალებს 49, 55, 59, 64, 76, 87 და +87 კგ წონითი კატეგორიები განესაზღვრათ.

ახალ წონებს საბოლოო რატიფიცირებისთვის IWF-ის კონგრესს ხვალ წარუდგენენ.