გრაცი 2026 წლის ოლიმპიადისთვის ბრძოლას გამოეთიშა

07 ივლისი 2018

ავსტრიის ქალაქმა გრაცმა, რომელიც 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების მსურველთა შორის იყო, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ავსტრიის ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, გრაცის განაცხადმა სათანადო მხარდაჭერა ვერ მიიღო შტირიის მუნიციპალიტეტისგან, რომლის დედაქალაქიც სწორედ გრაცია.უფრო ადრე, 2026 წლის თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლას რეფერენდუმის შედეგებით ასევე გამოეთიშა შვეიცარიის სიონი.2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ბრძოლას აგრძელებენ სტოკჰოლმი (შვედეთი), საპორო (იაპონია), ერზრუმი (თურქეთი), აგრეთვე იტალიის კორტინა დ'ამპეცოს, მილანისა და ტურინის სამეული.