ჭაბუკ მ ოჭიდავეთა 4 მედალი ზაგრებიდან

08 ივლისი 2018

ზაგრებში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ხუთ - 45, 51, 60, 71 და 92 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშებული მედლების კომპლექტიდან საქართველოს წარმომადგენელმა  მხოლოდ ერთი მოიპოვა.

გიორგი შპეტიშვილმა (71 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლაში თურქი აბდულა ატესი დაამარცხა.

ჩემპიონატის პირველ დღეს ჩემპიონი გახდა გიორგი ცოფურაშვილი (80 კგ), ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს ასპარეზობა გიორგი პერტაიამ  (55 კგ) და ხვიჩა ანანიძემ (65 კგ).

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო პირველობა ოქროს, ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.