სოკ-ის პრეზიდენტი სპორტში ანტიკორუფციულ ღონისძიებებზე საუბრობს

08 ივლისი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა(IOC) და სხვა სპორტული ორგანიზაციების სამუშაო ჯგუფის წევრებმა მოისმინეს სპორტში კორუფციის მდგომარეობის შესახებ შუალდეური დაკვირვების შედეგები.

„სპორტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო თანამშრომლობის"  წევრთა  შეხვედრაზე შუალედური ანგარიშით წარსდგა სამი ანტიკორუფციული ჯგუფი. ეს ჯგუფები შარშან დეკემბერში შეიქმნა. პირველი  ჯგუფის საქმიანობად განისაზღვრა სპორტში კორუფციის პრევენცია; მეორის - მასშტაბური სპორტული ღონისძიებების მასპინძელი ქალაქების შერჩევისას ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრა; მესამე ჯგუფი კი  სახელმწიფო სტრუქტურებსა და სპორტულ  ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის გამჭვირვალობის მონიტორინგს ახორციელებს.

შეხვედრაზე ისაუბრეს გამჭვირვალობის პრობლემის არსებობაზე, რისკების მართვის სტრატეგიის დეფიციტზე,  რომელიც მიზნად ისახავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, მასშტაბური სპორტული ღონისძიებების მასპინძელი ქალაქის შერჩევისას ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნის საფრთხეებზე,  ლობიზმზე, კონკურენტი ქვეყნების საერთო ეკონომიკური, ფინანსური და ინსტიტუციონალური ინტერესების არსებობაზე.

„სპორტი, ისევე, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერი სფერო, კორუფციისგან დაცული არ არის. ჩვენი ამოცანაა ვიმოქმედოთ სწრაფად და ეფექტურად. ძალზე მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობის შენარჩუნება და ჩვენთვის გამოცხადებული ნდობის გამართლება. საერთაშორისო სპორტული,  სამთავრობო და არასამთავრობო  ორგანიზაციები უნდა გავერთიანდეთ,  ეფექტურად და პრაგმატულად ვიმუშაოთ, რათა გადავლახოთ ბიუროკრატიული დაბრკოლებები, - განაცხადა  IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

„სპორტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო თანამშრომლობა" ვრცელ ანგარიშს გამოაქვეყნებს ფორუმზე - Olympism in Action, რომელიც 5-6 ოქტომბერს ბუენოს-აირესში გაიმართება.