მინსკი 2019-ის სატესტო ასპარეზობები აგვისტოში დაიწყება

10 ივლისი 2018

2019 წლის ევროპის მეორე თამაშებამდე ერთი წლით ადრე მინსკში სატესტო შეჯიბრებებისთვის ემზადებიან.

ბელარუსის სპორტისა და ტურიზმის მინისტრის სერგეი კოვალჩუკის განცხადებით, აგვისტოში სატესტო ასპარეზობები აიღებს სტარტს. ბევრი ობიექტი მზად არის შეჯიბრებების მისაღებად, ზოგი კი მზადების ბოლო ეტაპზეა: მზადება გეგმისამებრ მიმდინარეობს. არსებობს გეგმა, არიან ადამიანები. ყველა დამუხტულია, ყველა მიზნისკენ მიისწრაფვის, ყველა მზად არის დაკისრებულ ამოცანის შესასრულებლად."

მინსკი ევროპის მეორე თამაშებს გაისად 21-30 ივნისს უმასპინძლებს. ასპარეზობები 12 სპორტულ ობიექტზე ჩატარდება. 50 ქვეყნის 4 ათასზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობის 23 დისციპლინაში მედლების 201 კომპლექტისთვის იბრძოლებს. აქედან 10 სახეობას ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის საკვალიფიკაციო დატვირთვა ექნება.