ტოკიო-2020 ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის და შშმ პირებითვის ბილეთების დაბალ ფასებს ადგენს

10 ივლისი 2018

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ორგანიზატორებმა ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ბილეთების დაბალი ფასები დაადგინეს.

ყველაზე იაფი ბილეთები 2020 იენი (18 აშშ დოლარი) ეღირება. ორგანიზატორებმა შესაბამისი ფასი ოლიმპიური თამაშების ჩატარების წელზე მოარგეს.

წინასწარი ინფორმაციით, თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიალებზე, ასევე რიგ საკვალიფიკაციო შეჯიბრებებზე დასაწრებად შედარებით დაბალი ფასის ბილეთები გაიყიდება.

ოლიმპიადის გახსნისთვის განკუთვნილი ყველაზე ძვირი ბილეთი მყიდველს 288 ათასი იენი (დაახლოებით 2600 დოლარი) დაუჯდება, პარალიმპიადისთვის კი - 144 100 იენი (დაახლოებით 1300 დოლარი).

ასპარეზობებზე დასაწრები ბილეთების ფასი 2 000 იენიდან იწყება (18 დოლარი), ხოლო პარალიმპური თამაშებისთვის 1000 იენია (9 დოლარი) განსაზღვრული.

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტის (IOC) საკოორდინაციო კომისიის რეკომენდაციების შემდეგ, ბილეთების საბოლოო ოფიციალური ფასი 20 ივლისს გახდება ცნობილი.