რევაზ დავითაძე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონია

12 ივლისი 2018

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებით დაიწყო. ტაშკენტში მიმდინარე პირველობაზე რევაზ დავითაძემ (85 კგ) ატაცში 164 კილოგრამი დაძლია და პირველი ადგილი დაიკავა. 192 კილოგრამით მეორე იყო აკვრაში, მაგრამ ორჭიდის ჯამში დაგროვილი 356 კილოგრამი საკმარისი გამოდგა ჩემპიონობისთვის.

აღსანიშნავია, რომ რევაზ დავითაძე წლეულს ევროპის ჩემპიონატზე დიდებშიც სააუკეთესო იყო.

85 კილოგრამ წონით კატეგორიაში საპრიზო ადგილამდე ორი საფეხურით დააკლდა ნოდარ კაკაბაძეს - ატაცი (157 კგ), აკვრა (187 კგ), ორჭიდი (344 კგ).

ხვალ ტაშკენტის ფიცარნაგზე საქართველოს ნაკრების მესამე წარმომადგენელი - ირაკლი ჩხეიძე (105 კგ) იასპარეზებს.