5 ოქრო და 1 ვერცხლი 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატიდან

14 ივლისი 2018

საქართველოს ძალოსან 20-წლამდელთა ნაკრებისთვის ტაშკენტის მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებული გამოდგა. შეჯიბრების მესამე დღეს 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ირაკლი ჩხეიძე საუკეთესო იყო როგორც ატაცში (163, 168, 171), ისე აკვრაში (201, 205, 211). ორივე დისციპლინაში მოპოვებული ოქროს მედლებს ორჭიდში(382 კგ) მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მიემატა.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასევე მსოფლიო ჩემპიონი გახდა რევაზ დავითაძე. ქართველი ძალოსანი საუკეთესო იყო ატაცში (164 კგ), აკვრაში კი მეორე შედეგი ჰქონდა (192 კგ), თუმცა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 356 კილოგრამი სხვათათვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. შედეგად, ტაშკენტის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა 5 ოქროს და 1 ვერცხლის მედლით დაასრულა, რაც დიდი წარმატებაა.