მისიების ხელმძღვანელები ევროპის მეორე თამაშებისთვის მზადებას დადებითად აფასებენ

15 ივლისი 2018

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ევროპის მეორე თამაშების მონაწილე ქვეყანების მისიების ხელმძღვანელთა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების პრესსამსახურის და მედიის წარმომადგენელთა სემინარს უმასპინძლეს. 2019 წლის მეორე ევროპული თამაშების დირექტორის გიორგი კატულინის განცხადებით, მისიების ხელმძღვანელებმა მულტისპორტული ასპარეზობებისთვის მზადება დადებითად შეაფასეს.

ევროპის თამაშების აღმასრულებელი დირექტორი საიმონ კლეგი მიიჩნევს, რომ მისიების ხელმძღვანელებს და ეოკ-ების პრესსამსახურის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ დარწმუნებულიყვნენ მინსკში დიდი სპორტული ღონისძიების წარმატებით ჩატარების შესაძლებლობებში. გუნდების წარმომადგენლებს სრული სურათი აქვთ იმისა, თუ როგორ ჩატარდება თამაშები და როგორ უნდა მოემზადონ სპორტსმენები.

მისიების ხელმძღვანელთა სემინარში ევროპის 49 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიდან.