ბუენოს აირეს-2018-ის გახსნის ცერემონიაზე დასწრების საშუალება ყველა მსურველს ექნება

15 ივლისი 2018

მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მასპინძელ ქალაქ ბუენოს აირესში ადგილობრივი დროით 20:00 საათზე ქალაქის ცენტრში მდებარე ობელისკთან დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ბუენოს აირესი-2018-ის გახსნის ცერემონია ოლიმპიური თამაშების თანამედროვე ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, როცა მას ყველა მსურველი დაესწრება.

ვარაუდობენ, რომ ქალაქის ცენტრში რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი შეიკრიბება.

გახსნის ცერემონიის დამდგმელია „Ozono Producciones" - არგენტინის შოუ-ბიზნესის წამყვანი კომპანია, რომელიც მუშაობს ცნობილ მუსიკოსებსა და მომღერლებთან, მათ შორის - The Rolling Stones, U2, მადონასთან, პოლ მაკარტნისთან, როჯერ უოტერსომთან და სხვა ვარსკვლავებთან. 

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია 18 ოქტომბერს ოლიმპიურ სოფელში გაიმართება.