ევროპის მეორე თამაშებზე 1000 დოპინგ სინჯს აიღებენ

17 ივლისი 2018

მინსკი-2019-ის ორგანიზატორთა განცხადებით, ევროპის მეორე თამაშებზე 1000 დოპინგ სინჯს აიღებენ.

მინსკი 2019-ის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი კატულინის განმარტებით, ანტისადოპინგო პროგრამაზე პასუხისმგებელი იქნება ევროპის ოლიმპური კომიტეტი (EOC): თამაშებში ასევე ჩართულნი იქნებიან ეროვნული ანტისადოპინგო ოფიცრები, მათ შორის - ზედამხედველები, რომლებიც ათლეტებს გაუწევენ მეგზურობას დოპინგ-კონტროლის სადგურთან, რათა ანტისადოპინგო წესები სრულად იყოს დაცული".

აღსანიშნავია, რომ ბაქოში, საინაუგურაციო ევროპის თამაშებზე 2 სპორტსმენს დოპინგზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა.

მინსკი ევროპის მეორე თამაშებს გაისად 21-30 ივნისს უმასპინძლებს. ასპარეზობები 12 სპორტულ ობიექტზე ჩატარდება. 50 ქვეყნის 4 ათასზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობის 23 დისციპლინაში მედლების 201 კომპლექტისთვის იბრძოლებს. აქედან 10 სახეობას ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის საკვალიფიკაციო დატვირთვა ექნება.